ახალი ამბები

“ევროპული ტურნედან გამარჯვებულები დავბრუნდით” – ელენე რატიანი “ფრესკას” საზაფხულო გასტროლებზე

ხაშურის ქორეოგრაფიული ანსამბლმა “ფრესკამ” ზაფხული სეზონი არაერთი წარმატებით დაასრულა – უთხრა “მოზაიკას” ანსამბლის ხელმძღვანელმა ელენე რატიანმა. 

“ამ სეზონზე გვქონდა მორიგი ევროპული ტურნე, რომელიც  წარმატებული გახლდათ. ამჯერად, “ფრესკა” იტალიის ქალაქ მონტეკატინში, მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებული გახდა”, – გვითხრა რატიანმა. 

მისივე ცნობით, ანსამბლმა ქართული კულტურა 12 ქვეყნის წინაშე წარმოაჩინა. 

“ჩვენი ანსამბლი დაჯილდოვდა ოქროს მედლით და ბარსელონას საერთაშორისო ფესტივალის მოწვევა მიიღო”. 

რატიანის თქმითვე, ზაფხულის სეზონზე, ფრესკამ სოლო კონცერტები გამართა თურქეთსა და პოლონეთშიც. 

“თურქეთში სოლო კონცერტი გამართა 140 ბავშვით. პოლონეთის ქალაქ ტარნოვში კი,  “ფრესკა” ფესტივალის ლაურეატი გახდა.”

როგორც რატიანმა “მოზაიკას” უთხრა, ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდებმა სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. 

დატოვეთ კომენტარი