ახალი ამბები

გორში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 19 წლის ცოლი სცემა 

გორში, მამაკაცმა 19 წლის ცოლი სცემა.  “მოზაიკას” ინფორმაციით, ქალი უკრაინის მოქალაქეა. 

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს. 

მას ბრალად ედება ძალადობა და მუქარა. გამოძიება სსკ-ს 126 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილითა და 11 პრიმა 151 -ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.