“გორის მერი მუშაობს, რომ ქალაქს გენ.გეგმა ჰქონდეს”, – უთხრა ‘მოზაიკას” გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც საკითხის მიმართ სამოქალაქო სექტორის ინტერესიდან გამომდინარე, საჯარო დისკუსიის მოწყობის საჭიროება გამოიკვეთა.
დავით რაზმაძე მსგავს დისკუსიაში მონაწილეობისგან თავს იკავებს, რადგან მისივე სიტყვებით, ურჩევნია, “გორის მერის მცდელობებს დაელოდოს”.
“ჩვენი მერი დაინტერესებულია ამ საკითხით, რომ ქალაქს მალე ჰქონდეს ქალაქ განაშენიანების გენერალური გეგმა. ვიცი, რომ რაღაც დოკუმენტებია საჭირო, რომელიც ჯანდაცვამ და გარემოს დაცვამ უნდა გასცეს. როგორც კი ეს გვექნება, ჩვენ იმ წუთში გავიტანთ და დავამტკიცებთ საკრებულოზე. როგორც ვიცი, ლადო ზუსტად ამ საკითხების მოგვარებითაა დაკავებული”, – გვითხრა დავით რაზმაძემ.
კონკრეტულად რა დოკუმენტებზეა საუბარი და რატომ ჭიანურდება მათი მიღების პროცესი? რა ღონისძიებებს ატარებს ამ ეტაპზე მერია და გენ.გეგმის დამტკიცებამდე როგორ აპირებს ქალაქის დაცვას ქაუტური განაშენიანებისგან? – ამ კითხვებზე ამ დროისთვის საზოგადოებას პასუხები არ აქვს და როგორც მერიაში გვითხრეს, ამ საკითხებზე ჯერჯერობით საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა არც მათ სურთ.
ამავე თემაზე: გენ.გეგმის გარეშე, მშენებლობებს და ქონების გასხვისებას მხარს არ ვუჭერთ – ოპოზიცია გორში
ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ
მერიისგან გენ.გეგმის დამტკიცების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას “მოზაიკა” ამჯერად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით ცდილობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გენ.გეგმის დამტკიცების აუცილებლობაზე სამოქალაქო სექტორი გორში აქტიურად საუბრობს. სწორედ მათი სურვილი და იდეა იყო ამ საკითხებზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, საჯარო დისკუსიის მოწყობა.
ამავე თემაზე: თავიდან უნდა ავირიდოთ ბეტონის ჯუნგლები და გორის “თბილისიზაცია” – ლექსო მერებაშვილი
ამავე თემაზე: რა არის მიწათასრგებლობის გენერალური გეგმა და რატომ გვჭირდება