ახალი ამბები

“შესთავაზეთ ღირსეული პირობები” – მამუკა ფანიაშვილი გარემოვაჭრეებზე

ოპოზიციონერი დეპუტატი და ფრაქციის “გორი-საქართველოსთვის” წევრი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მამუკა ფანიაშვილი გორში, გარემოვაჭრეების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ, ღირსეული პირობების შეთავაზების შემთხვევაში შეუძლია.

“მოზაიკა” მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

“გამოვეხმაურო გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გარევაჭრობის და მოვაჭრეებთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ყოველდღიური დაპირისპირების საკითხს. ის რომ ქალაქის იერსახეზე და სისუფთავეზე უნდა ვიზურნოთ ყველა მოქალაქემ ამის შეხსენება ნამდვილად არავის სჭირდება! დარწმუნებული ვარ არცერთ ადამიანს ვინც მანდ დგას და ვაჭრობს, რომ არა უკიდურესი გაჭირვება და მძიმე სოციალური პირობები, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ამდენი და დაპირისპირება. ასევე ნამდვილად სოლიდარული  ვარ მუნიციპალიტეტის (ინსპექციის) იმ თანამშრომლების მიმართ, ვისაც სხვების გაუაზრებელი და არათანმივდევრული პოლიტიკის შედეგად უწევს საკუთარ მოქალაქეებთან დაპირისპირება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, შესთავაზეთ ამ ხალხს ღირსეული პირობები და მოწესრიგებული სავაჭრო გარემო, სადაც შეძლებენ ნორმალურ პირობებში მუშაობას.

p.s რაც შეეხება არათანმიმდევრულ და გაუზრებელ პოლიტიკას, იცით ეს რას ნიშნავს? როცა აწყობს და სჭირდება ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ აძლევს ამ ხალხს დგომის და ვაჭრობის უფლებას, როცა არჩევნები არ არის, მაშინ ცდილობს აუკრძალოს აქ დგომა”, – წერს ფანიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი