ახალი ამბები

“მდინარე მტკვარზე არსებულ ხიდზე განათებები მოეწყო” – კეთილმოწყობის სააგენტო 

გორში, მდინარე მტკვარზე არსებულ ხიდზე დეკორატიული განათება მოეწყო. ხიდის ბურჯებზე 18 ერთეული „ლედ“ სანათი დამონტაჟდა,- ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. 

“ქალაქის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს მიერ სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. სკვერებში უკვე გამოიცვალა დაზიანებული სკამები და სანათები, სამღებრო სამუშაოები ჩატარდა პაპიტაშვილის ქუჩაზე და კომბინატის დასახლებაში არსებულ ხიდზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

სააგენტო წუხს, რომ ქალაქის მასშტაბით, კვლავ აღინიშნება ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები.   უწყების ცნობით, დაზიანებული ინვენტარის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.