ახალი ამბები

თოგოიანში გზის რეაბილიტაცია იგეგმება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თოგოიანში გზის რეაბილიტაცია იგეგმება. მერიამ ამისთვის 738 173 ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება – პირველი ეტაპი მოიცავს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბერს. ხოლო II ეტაპის სამუშაოები შესრულდება დამკვეთის მხრიდან პრეტენდენტისთვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს ჯამში150 კალენდარული დღისა.

I ეტაპის სამუშაოების ღირებულებაა არანაკლებ 400 000 ლარი, ხოლო II ეტაპის სამუშაოების ღირებულება – 338 173 ლარი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი