ხაშურში მინი სტადიონებზე ელექტრო გაყვანილობის მოწესრიგებას ითხოვენ. ერთ-ერთ სტადიონზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო სამოქალაქო აქტივისტმა, ზაზა მეხრიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მერია რეაგირებისკენ მოუწოდა.
ფოტოზე ჩანს, 9 აპრილის ქუჩაზე მოწყობილი სტადიონი და მის ჯებირამდე მიყვანილი ელექტრო კაბელები.
მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ სხვა ქუჩებზეც იგივე ვითარებაა.
“ცუდი სიტუაციაა, გორმედთან რომ სტადიონია იქაც”, – ამბობს მაია ხარაზიშვილი
“სოკარის” გვერდზეც მისახედია, რკინის კონსტრუქციაზეა მიმაგრებული სადენები, ელოდებით უბედურება როდის დატრიალდება? ღმერთმა დაიფაროს ყველა. იქ იმდენი ბავშვი დარბის და პირდაპირ სადენებს კიდებენ ხელს”, – ამბობს ფიქრია მულაძე.
“მსგავსი მდგომარეობაა ჩიტაძის ქუჩაზეც”, – აღნიშნავს თამუნა ჩიტაძე.