შიდა ქართლის სატყეო სააგენტოს უფროსის კახა გაზდელიანის თქმით, ხაშურში ხე-ტყის უკანონო ჭრა ყველაზე ხშირია და ამის მიზეზი გეოგრაფიული მდებარეობაა.
“4 რეგიონში მაქვს ნამუშევარი და ყველაზე რთულად დასაცავი არის ხაშური. ხაშურს ისეთი მდებარეობა აქვს ტერიტორიულად, ყველა მხრიდან არის შესაძლებელი იქ მისვლა, რის გამოც მისი დაცვა ხე ტყის უკანონო ჭრისგან გვიჭირს, მითუმეტეს, რომ პატარა მანქანებით ხდება შეშის გამოტანა”, – ამბობს გაზდელიანი.
დატოვეთ კომენტარი