ახალი ამბები

ქარელის მერია 97 500 ლარის ნაგვის კონტეინერებს შეიძენს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ლითონის კონტეინერებს შეიძენს.

მერიამ ამისთვის ბიუჯეტიდან 97 500 ლარი გამოყო და 50 ცალი კონტეინერის შესაძენად, ტენდერიც გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ურნები ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარულ დღეში უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი