ახალი ამბები

გორის განვითარების სააგენტო პროფესიული განათლების პოპულარიზაციას გეგმავს 

გორის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პროფესიული განათლების პოპულარიზაცია იქნება – ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა კოლეჯ “ამაგთან” მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა. 

“გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ახალგაზრდების მოძიება და მათ გაძლიერებაზე ზრუნვა წარმოადგენს, პროფესიული განათლების პროგრამები ამ საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს”, – განაცხადა ედიშერაშვილმა. 

,,გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოსა“ და კოლეჯ ,,ამაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, კოლეჯის მხრიდან ხელი დირექტორის მოადგილემ, სოფიო სუხიშვილმა მოაწერა. 

“არსებული პროგრამების გარდა, მემორანდუმის ფარგლებში სასწავლებელი მუნიციპალიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით იმუშავებს ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვაზე”, – აღნიშნა სუხიშვილმა. 

მემორანდუმზე ხელმომწერთა განცხადებით, თანამშრომლობის მიზანს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების უნარების განვითარება წარმოადგენს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.