გორელი სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა მეზვრიშვილის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ვასილკოვიდან მოზარდთა ჯგუფი დასასვენებლად ლატვიაში გაემგზავრება, – ინფორმაცია ამის შესახებ მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ჩვენი მისია შესრულებულია. 7 აგვისტოს გორთან დამეგობრებულ, უკრაინის ქალაქ ვასილკოვიდან, 28 კაციანი მოზარდების ჯგუფი,10 დღით დასასვენებლად გაემგზავრება, გორთან დამეგობრებულ ლატვიის ქალაქ სალაცგრივაში,(ლიმბაჟი)”, – წერს მეზვრიშვილი.
მეზვრიშვულის ინფორმაციით, 20 წევრიანი მოზარდთა ჯგუფი ვასილკოვიდან, დასასვენებლად 10 დღით, გამოემგზავრება საქართველოშიც.
დატოვეთ კომენტარი