ბრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, დათო ძმორაშვილი საფრანგეთში იმყოფება.
“მოზაიკას” ინფორმაციით, იგი საფრანგეთში ოჯახში არსებული ვითარების გამო გაემგზავრა.
“ცოლი ჰყავს ავად, სამკურნალოდ წავიდა და იმას გაჰყვა”, – უთხრეს “მოზაიკას” ადგილობრივებმა.
ამ დროისთვის, ბრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობის მოვალეობას როზა ედილაშვილი ასრულებს. იგი აღნიშნულ სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა.
დატოვეთ კომენტარი