ხაშურის მუნიციპალიტეტს დასუფთავების 3 ახალი მანქანა ეყოლება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია დეკემბერში ორ ნაგავმზიდს შეიძენს, ხოლო ერთ მანქანას ფინანსთა სამინისტრო აჩუქებს, ამის შესახებ ხაშურის ა(ა)იპ “ხაშურსერვისი” ხელმძღვანელმა, ზურა ნოზაძემ განაცხადა.
“ხაშურის მერთან კომუნიკაციის შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბერში დასუფთავების სამსახურს 3 ახლი ავტომანქანა ეყოლება, 2 ნაგავმზის მერია შეიძენს, ერთს კი ფინანსთა სამინისტრო გვჩუქნის”, – განმარტა ზურა ნოზაძემ.
საერთო ჯამში, ხაშურის მუნიციპალიტეტს ახალის შეძენის შემდეგ 4 ნაგავზიდი მანქანა ეყოლება.
დატოვეთ კომენტარი