ახალი ამბები

დირბში მერის წარმომადგენელი სამუშაოდ პოლონეთში წავიდა 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის გამგებელი სამუშაოდ ევროპაში წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ადასტურებენ.

საოკუაპციო ხაზთან მდებარე ყველაზე დიდი დასახლებაში მერის წარმომადგენელი,  თითქმის ორი თვეა პოლონეთშია და მის მოვალეობას ბუღალტერი ასრულებს.

საკითხზე განმარტებებს არ აკეთებენ დირბის გამგეობაში, თავად მალხაზ დოღნაძე კი პოლონეთში ყოფნას არ უარყოფს და ამტკიცებს რომ შვებულებაშია.

“მე არ ვარ სამსახურში, პოლონეთში ვარ. სამუშაოდ არ ვარ, სხვა საქმეზე ვარ. მე განცხადება მაქვს დაწერილი და წამოვედი სამსახურიდან. არ ვარ პოლონეთში…ამ წუთში პოლონეთში ვარ, მივდივარ სხვაგან, რა გინდათ მითხარით და გაგცემთ პასუხს. არც ისე გადასარევია ევროპა, რა გიპასუხო სიმართლე”, – ამბობს მალხაზ დოღნაძე.

დატოვეთ კომენტარი