გორში კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ვასილ ტერაშვილის ოჯახს 1 582 ლარი სამშენებლო მასალები უყიდეს, – ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ოჯახს სახლი ხანძრის დროს დაუზიანდა. მათი დახმარების თხოვნით კი, ადმინისტრაციას ვასილ ტერაშვილმა მიმართა.
“სამწუხარო ამბავი მოგვივიდა – სახლი დაიწვა. მოგეხსენებათ, რომ არაა ადვილი ახალი სახლის აშენება და მივმართეთ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, როგორც დევნილებმა – ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ”, – ამბობს ტერაშვილი.
მისი თქმით, სამშენებლო მასალები სახლის აღდგენის სამუშაოების გაგრძელებაში დაეხმარებათ.
“ცოტა რამ უკვე აღვადგინეთ, კარ-ფანჯრებიც ჩავსვით. იმედია, მალე ლამინატის დაგებას დავიწყებთ“, – აღნისნა ვასილ ტერაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი