ახალი ამბები

ქვიშხეთში ბაღებს სასმელი წყლით რწყავენ, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილი უწყლოდ რჩება 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში სარწყავი წყალი არ არის. ამიტომ ადგილობრივები ბაღების მოსარწყავად სასმელ წყალს იყენებენ. 

“საკურორტო ადგილია და წყალი სანთლითაა საძებარი”, – ამბობს  ერთ-ერთი ადგილობრივი მზია აბრამიშვილი

სასმელი წყლით ბაღების მორწყვის გამო, სოფლისთვის დადგმულ რეზერვუარში წყალი მალევე იცლება და მოქალაქეთა ნაწილი უწყლოდ რჩება. 

“ბაღებში უშვებენ და მე უწყლოობაში სული მძვრება”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ნანა ხიხაძე. 

მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ ბაღების სასმელი წყლით მორწყვისგან თავი შეიკაონ. ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ამას ის ოჯახები აკეთებენ, ვისაც ეზოში ჭაბურღილი აქვს. 

“ნაწილს ბაღებში აქვთ წყალი მიშვებული და თვითონ ჭით სარგებლობენ”, – წუხს ხიხაძე. 

აღსანიშნავია, რომ ეს ქვიშხეთელებისთვის ახალი პრობლემა არ არის. წყლის ნაკლებობა ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი ყოველ ზაფხულს ხდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი