ზემო სერის ტყე-პარკში მოწყობილი სკვერი ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის, – ამბობს მოქალაქე, რომელიც რეაბილიტირებულ სივრცეს სტუმრობდა.
“ბავშვების სათამაშო მოედანზე არის დეტალები, რომელიც ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ყველაზე საშიში რაცაა, ეს რკინის შემოსაზღვრული ადგილია, რომელსაც წვეტები აქვს საშინელი. ბავშვი ყოველთვის იქცევა, ყველას აშოროს ღმერთმა, იმ წვეტზე თავით თუ დაეცეს, ხვდებით ალბათ”, – გვითხრა ანი მეტრეველმა.
მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ საბავშვო მოედანზე ქვები ყრია და სივრცე რკინის რკინის კონსტრუქციით არის შემოსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკის ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო, პროექტის პირველ ეტაპზე მოეწყო, რომლის ჯამური ღირებულება 803 897 ლარი იყო.
მოქალაქეები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე წინა პერიოდში საუბრობდნენ. მაგალითად, წერდნენ, რომ ფანჩატურის სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა.