ახალი ამბები

გორის მერია ამბობს, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფებია

გორის მერიამ ახალგაზრდებისთვის შეღავათიანი სამგზავრო ტარიფების დაწესებაზე უარი თქვა, რადგან როგორც მერიის წარმომადგენელმა განმარტა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით. 

“ის ტარიფი, რასაც საზოგადოება იხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის, არის უკვე შეღავათიანი . ერთი მგზავრის გადაადგილება გაცილებით მეტი უჯდება მერიას და ცდილობს მის სუბსიდირებას, ასევე ქალაქში არსებობს ერთსაათიანი გადაჯდომის შეღავათი, რომელსაც სტატისტიკურად საკმაოდ კარგად იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა არჩილ გიუნაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გორის მერს ახალგაზრდებისთვის შეღავათების დაწესების რეკომენდაციით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მიმართა. 

ამავე თემაზე: გორის მერიას ახალგაზრდებისთვის მგზავრობის შეღავათიანი ტარიფის დაწესებას სთხოვენ

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.