ახალი ამბები

18 ივლისს გორის, ქარელისა და კასპის ნაწილს დენის მიწოდება მთელი დღით შეუწყდება 

ენერგო მომარაგების კომპანიის ცნობით, 18 ივლისს, 12:00 საათიდან დენის მიწოდება შეუწყდება გორის, ქარელისა და კასპის ნაწილს. მიზეზი გეგმიური სამუშაოებია. 

ელექტრო ენერგიის გათიშვის მიზეზად კომპანია გეგმიურ სამუშაოებს ასახელებს. მაგ: კასპში დაგეგმილია სოფელ ჩაჩუბეთში ნარგავების გაწმენდა-გაკაფვა, ასევე ფიდერისა და მასზე მიერთებული ს/პ-ების პროფილაქტიკა.  

როგორც კომპანიის ვებგვერდზეა მოცემული, დენის მიწოდება შეწყდება, როგორც ქალაქების ცალკეულ უბნებზე, ასევე სოფლებშიც. 

კასპი 

ახალქალაქი, გარიყულა, ერთაწმინდა, ჩაჩუბეთი, თეძმისხევი, კაპრაშიანი, ჭყოპიანი, რკონი, კასპის ზემო ხანდაკი,  ფიცესი

გორი

ეკ/ჯუღაშვილის, ი/ჯუღაშვილის, პუშკინის,  ცხინვალის, ბარათაშვილის, გოგებაშვილი, ყაზბეგის,  ქალაქი ცხინვალის გზატ,  სტურუას ჩიხი, სტურუას, კარალეთი, ტყვიავის, მეჯვრისხევის, გ/ბრწყინვალეს ქუჩები. 

ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ლევიტანა, ორმოცი, ტუსრევი, ყველაანთ უბანი, გაგლოაანთუბანი, დიცი, ქორდი, არბო, ტირძნისი, ახალდაბა, თედოწმინდა, ოთარშენი, ვარიანი. 

ქარელი 

კეხიჯვარი, ზღუდერი, ყინწვისი, ელბაქიაანთ კარი, ქობესაანთ უბანი, სანებელი, ვედრება, სუქანაანთ უბანი, ორთუბანი, ვერძინეთი, იმერხევი, კრობანი, კლდუ, წითელი სოფელი, წიფლოვანა, ქარელი, ქარელის ლეთეთი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.