კასპში, დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება 187-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
“187-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება შუადღისას მომხდარ, მანქანის დაზიანების ფაქტზე, ხოლო დაპირისპირების ეპიზოდზე, პოლიცია გამოძიებას 126-ე მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულისხმობს”, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ დღეს კასპში დაძაბული ვითარება იყო – “ქართული ოცნების” აქტივისტები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ენმ-ის პარტიულ შეხვედრაზე მივიდნენ და ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებსაც.
დატოვეთ კომენტარი