ქარელის საკრებულოს აპარატის 4 თანამშომელს ხელფასი მოემატება.
მომავალი თვიდან გაზრდილ ხელფასს აპარატის უფროსი და მესამე რანგის პირველი კატეგორიის 3 სპეციალისტი მიიღებს.
“აპარატის სამსახურის უფროსის ხელფასი იყო 1915 ლარი და ეხლა გაუხდება 2057 ლარი, ხოლო სპეციალისტებს 110 ლარით გაეზრდებათ ხელფასი”, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ამავე თემაზე: “კაპიკეპის დათვლას ნუ დავუწყებთ” – ქარელის მერიის თანამშრომლებს ხელფასები მოუმატეს
ჯუმბერ შუბითიძის თქმით, იმ სპეციალისტების შესარჩევად, რომლებსაც ხელფასი უნდა მოემატოს, შიდა კონკურსის წესით შეარჩევენ.
“სპეციალისტებზე ხელფასების მატება ყველა კატეგორიაზე არ მოხდება, საკრებულოში მყავს 9 სპეციალიატი, გამოცხადდება შიდა კონკურსი და ვისაც უმაღლესი შედეგი ექნება და ასეთი უნდა იყოს 3, მათ გაეზრდებათ ხელფასი. ამით თანამშრომლების კარიერულ ზრდას ვუწყობთ ხელს”, – გვითხრა ჯუმბერ შუბითიძემ.