ქარელის მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდეს.
სახელფასო ფონდში ცვლილებებზე დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მერიის თანამშრომლების ხელფასების მატებას მხარი არ დაუჭირეს.
ამავე თემაზე: ქარელის საკრებულოს აპარატის 4 თანამშრომელს ხელფასი მოემატება
“სამსახურის უფროსებს აქვთ ძალიან დიდი დატვირთვა და კაპიკეპის დათვლას ნუ დავუწყებთ”, – უთხრა ოპოზიციონერ დეპუტატებს “ქართული ოცნების” წევრმა ცირა ინდურაშვილმა.
საკრებულოს ხმათა უმრავლესობით, ქარელის მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსებს ხელფასი 200 ლარით, ხოლო უფროსი კატეგორიის სპეციალისტებს 100 ლარით გაეზარდათ.
დატოვეთ კომენტარი