გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი თოჯინური სპექტაკლის “წითელქუდა” პრემიერისთვის ემზადება.
ელენე მაცხონაშვილის რეჟისორობით დადგმული პსეტქკლის პრემიერა 30 ივნისსა დაგეგმილი, თუმცა მისი ნახვა მაყურებელს 1-ელ და 2 ივლისსაც შეეძლება.
“ერისთავის თეატრი პატარა მაყურებელთან შესახვედრადაც ემზადება! თოჯინური სპექტაკლის ,, წითელქუდა” პრემიერა 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს”, – წერს ერისთავის თეატრი.
თოჯინური სპექტაკლი 17:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ და ასევე თეატრის სალაროში.
დატოვეთ კომენტარი