“დღეს სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რო ბავშვები, ვინც დადიან ჩემთან ანსამბლში (50 ბავშვი), იჩაგრებიან ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო”, – წერს სოციალურ ქსელში ანსამბლ “ყინწვისის” ხელმძღვანელი პატიკო ხურცილავა.
მისი თქმით, “ყიწვისის” აღსაზრდელებს ადგილობრივი ხელისუფლება არც ერთ კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებაში არ რთავს და ამის მიზეზი ისაა, რომ პატიკო ხურცილავა “ქარტული ოცნების” მხარდამჭერი არაა.
“ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ინტენსიურად ატარებს ღონისძიებებს და კონცერტებს სადაც მონაწილეობას ღებულობენ რაიონის მასშტაბით მოღვაწე სიმღერის, ცეკვის,სალოტბარო თუ ხელობნების სხვადასხვა ანსამბლები და ჯგუფები. ვინაიდან და რადგანაც მე არ ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მაიგნორებენ და მთელ ანსამბლს აიგნორებენ”.
პატიკო ხუცილავამ ანსამბლი “ყინწვისი” 20 წლის წინ დაარსა.
“ჩემი ანსამბლი დაარსდა და უკვე 2 ათეული წელია მოღვაწეობს ქარელის რაიონში. ანსამბლი დაკომპლექტებულია ბავშვებით რომლებიც სწავლობენ და იზრდებიან ქარელში. მათ ეკუთვნით ყველა ის სიკეთე რაც რაიონში ხდება. როცა სხვა ბავშვები ზეიმობენ უნდა იზეიმონ ჩემმა ბავშვებმაც”, – აღნიშნავს ხურცილავა.