ახალი ამბები

კასპის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა 

კასპში კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა. კასპის მერიამ აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი 2 თვის წინაც გამოაცხადა, თუმცა ტენდერი არ შედგა. სამუშაოებისთვის კვლავ 775 777 ლარია გათვალისწინებული. 

სატენდერო პირობებიდან ვიგებთ, რომ არქიტექტურული პროექტი მოიცავს შენობის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს, საიდანაც გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია.  პროექტის მიხედვით, დაგეგმილია დარბაზის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით. კერძოდ, დაგეგმილია დაზიანებული სკამების ახლით შეცვლა, გახმოვანებისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურის მონტაჟი, სცენისთვის შესაბამისი განათებების მოწყობა და სხვა სახის სამუშაოები. 

სამუშაოები ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.