ახალი ამბები

კვირაში 40 სთ მუშაობის სანაცვლოდ, ფცის სკოლა დამლაგებელს თვეში 160-170 ლარს გადაუხდის

კვირაში 40-საათიანი მუშაობის შემთხვევაში, ფცის საჯარო სკოლა დამლაგებელს თვეში 160-170 ლარს გადაუხდის, – ამის შესახებ სკოლის მიერ მასწავლებელთა ვებ.გვერდზე დადებული განცხადებიდან ვიგებთ. 

სკოლის განცხადებით, მათ ერთი დამლაგებელი სჭირდება, რომელსაც სამუშაოს 10 ოქტომბრამდე სთავაზობენ. 

სკოლამ ვაკანსიის შესახებ განცხადება 1 ივნისს გამოაცხადა და განაცხადების მიღების ბოლო თარიღად 30 ივნისი განსაზღვრა.

“სამუშაოს დაწყების თარიღია 3 ივლისი;  სამუშაო საათები: 40 სთ/კვირაში;  სავარაუდო ხელფასი: 160-170 ლარი თვეში”, – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.