ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტს პოლიცია ძალადობის მუხლით იძიებს.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ამჟამად პოლიციის შენობაში იმყოფება სოსო მაისურაძე, რომელმაც ფესიბუქზე დაწერა, რომ ჯაფარიძეს თავს ის დაესხა. ასევე “მოზაიკას” ინფორმაციით, თავდამსხმელის ამოცნობის მიზნით, პოლიციაში დაბარებულია ზურა ჯაფარიძეც.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძეს თავს გორთან ახლოს დაესხნენ.
დატოვეთ კომენტარი