ახალი ამბები

“სმარტთან მე ვცემე ჯაფარიძე” –  გორელი სოსო მაისურაძე 

ერთ-ერთი მოქალაქე, სოსო მაისურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ამბობს, აღნიშნულ პოსტი მეგობრის ფეისბუქიდან გაავრცელა. 

“მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს… შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა – არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორში და ვიყენებ მის “ფეისბუქგვერდს””, – წერს მაისურაძე. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძეს თავს გორთან ახლოს დაესხნენ. თავდამსხმელმა მას უთხრა, რომ ფიზიკურად პატრიარქის შეურაცხყოფისთვის უსწორდებოდა. 

დატოვეთ კომენტარი