ახალი ამბები

შსს ადასტურებს, რომ ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმით ბრალდებით მამაკაცი დააკავა 

ზურა (გირჩი) ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცი დააკავა, – ეს ინფორმაცია შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა. 

პირის ამოცნობა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში მოხდა.

შენობიდან გამოსვლისას, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამოიცნო პირი, რომელიც მას “სმარტის” წინ თავს დაესხა.

საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძეს თავს გორთან ახლოს დაესხნენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.