ახალი ამბები

საფეხბურთო გუნდის “ქარელის” ფეხბურთელების ხელფასი 240-300 ლარია

ქარელის საფეხბურთო გუნდი “ქარელის” შემადგენლობაში 21 ფეხბურთელი და 3 მწვრთნელია.

გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელის შმაგი ელიაშვილის ინფორმაციით, მათი ფეხბურთელების  ხელფასი 240 ლარიდან იწყება. 

ჩვენ მწვრთნელები კი 665 ლარს ვღებულობთ.

“ახალგაზრდა ბიჭები არიან გუნდში 17 წლისანები, რომლებიც ფეხბურთზე სიარულში თავად იხდიდნენ 150 ლარს გადასახადს, დღეს კი ისინი ხელფასის სახით 240-300 ლარს იღებენ. ვფიქრობ, რომ ეს დიდი მოტივაციაა მათთვის”, – ამბობს ელიაშვილი. 

მისივე თქმით, გუნდის მწვრთნელების ხელფასი 665 ლარია. 

“შედარება რომ გავაკეთოთ სხვა ქალაქის გუნდებთან, ჩვენთან ამ მხრივ ყველაზე კარგი სიტუაცია, როგორც მწვრთნელის ხელფასი, ნორმალურია”, – გვითხრა ელიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი