ახალი ამბები

ხაშურის საკრებულომ 4 თანამშრომლის კარიერული ზრდისთვის დახურული კონკურსი გამოაცხადა

ხაშურის საკრებულომ 4 თანამშრომლის კარიერული ზრდისთვის დახურული კონკურსი გამოაცხადა. 

როგორც საკრებულოს აპარატში განმარტავენ, კონკურსის შედეგად, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციებზე გადავლენ. 

“ეს პროცესი ემსახურება თანამშრომლების კარიერულ წინსვლას და გარდა ამისა, მათი კომპეტენციები მათზე დაკისრებული მოვალეობათა სირთულე და ფუნქციები სრულად შეესაბამება პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალუსტის შრომას”, – აღნიშნა თეა ჯაფარაშვილმა.

კონკურსის დასრულების შემდეგ, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე გადაყვანილ თანამშრომლებს თვიური ხელფასი 1 331 ლარი ექნებათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი