ახალი ამბები

კვარაცხელიას შემდეგ, ფეხბურთელობა ბევრს მოუნდა, ამბობენ “ქარელში”

ბევრს უნდა, რომ ფეხბურთელი გახდეს, – ამბობს საფეხბურთო გუნდის “ქარელი” მწვრთნელი შმაგი ელიაშვილი. 

მისი თქმით, მათ 4 ასაკობრივი გუნდი ჩამოაყალიბებს და აქედან ორში, ამ დროისთვის 70 ბავშვი ჰყავთ. 

“ორ ასაკობრივ ჯგუფში უკვე 70 ბავშვი გვყავს მიღებული და ყოველდღიურად გვემატებიან ბავშვები. კვარაცხელიას ფაქტორმა ეს ქნა, ბევრს უნდა ფეხბურთელი გახდეს”, – ამბობს შმაგი ელიაშვილი.

მისი თქმით, “ქარელის” მიზანია, რომ მუნიციპალიტეტში ბავშვები ფეხბურთელებად პატარა ასაკიდანვე აღიზარდონ. 

“გვყავს 2 პატარა ასაკობრივი ჯგუფები 2015-2016 წლებში დაბადებული და 2013-2014 წლებში დაბადებულების. ეს ის ჯგუფებია რომელთაც ჩვენ ბავშვობიდანვე აღვზრდით. ჩვენი პირველი მიზანი იყო ის, რომ რაიონიდან ბავშვს სხვა ქალაქში არ მოუწიოს ფეხბურთზე სიარული”, – აღნიშნა ელიაშვილმა. 

მას იმედი აქვს, რომ დიდი გუნდების შესავსებად “ქარელს” ფეხბურთელების დამატება სხვა მუნიციპალიტეტებიდან არ მოუწევს. 

“16-დან 21 წლამდე ფეხბურთელების გარდა, გვყვავს 2006-2008 წლებში დაბადებულთა გუნდი. ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, ჩვენი რაიონის ფეხბურთელებმა ითამაშონ გუნდში. ამიტომ ავიყვანეთ ამ ასაკის ბავშვები, რათა ისინი ცენტრალური გუნდისთვის მოვამზადოთ და მომავლ წელს სხვა ქალაქიდან არ დაგვჭირდეს ფეხბურთელების ჩამოყვნა”. 

დატოვეთ კომენტარი