ახალი ამბები

ტანას აღკვეთილი – ახალი ადგილი ლაშქრობის მოყვარულთათვის 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შიდა ქართლში კიდევ ერთი ახალი დაცული ტერიტორია გაჩნდება, რომელიც  ვიზიტორებისთვის და ლაშქრობის მოყვარულთათვის მიმზიდველი იქნება. 

“უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ვიზიტორებს მისცემს შესაძლებლობას სასიამოვნო დრო გაატაროს არაჩვეულებრივ გარემოში”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახალი დაცული ტერიტორია, ტანას და თეძამის დაცული ლანდშაპტით, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 32 850 ჰა-ზე განთავსებულ დაცულ ტერიტორიას მნიშვნელოვანი კონსერვაცია აქვს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.