ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.
დატოვეთ კომენტარი