ახალი ამბები

გორში წყლის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას კომპანია არ ადასტურებს 

გორში სასმელი წყლის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია არ ადასტურებს. კომპანიის ცნობით, გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. 

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს სასმელი წყლის შემოწმებასა და კონტროლს. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. ასევე, ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგელობით ვარგისიანია”, – ნათქვამია განცხადებაში. 

აღნიშნული ცნობა არც შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, დეზინფორმაცია ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა. 

“ტუყილია, არავითარი პრობლემა არ არის, ყველაფერი ნორმალურადაა”, – განაცხადა თავზარაშვილმა. 

ინფორმაციისთთვის, დილიდან მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასმელ წყალი უვარგისი იყო. აღნიშნული ცნობა, საბავშო ბაღებშიც მიიღეს. 

დატოვეთ კომენტარი