ახალი ამბები

ყველაზე დიდი დატვირთვით ხაშურის მერიის ინფრასქტრუქტურის სამსახური მუშაობს – ლევან გამრეკელი 

ყველაზე დიდი დატვირთვით ხაშურის მერიის ინფრასქტრუქტურის სამსახური მუშაობს, – ამის შესახებ “მოზაიაკასთან” საუბრისას, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა. 

ლევან გამრეკელი ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად ხელფასების მატებას სწორედ ამ სამსახურის თანამშრომლები იმსახურებდნენ. 

“მერიის სამსახურებიდან ყველაზე დიდი დატვირთვით ინფრასტრუქტურის სამსახური მუშაობს და ისინი მეტად იმსახურებენ ხელფასების მატებას. ა(ა)იპ-ის თანამშრომლებიც იმსახურებენ, რა თქმა უნდა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ მერიის თანამშრომლებს შეეხოთ ხელფასების მატება”, – აღნიშნა ლევან გამრეკელმა.

საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიის თანმშრომლების ხელფასების მატების საკითხი დაამტკიცეს, ლევან გამრეკელი თავჯდომარეობდა. 

მმართველის პარტიის ხმათა უმრავლესობით, ხაშურის მერიის 138 თანამშრომელს ხელფასები მოუმატეს

დატოვეთ კომენტარი