ახალი ამბები

ხაშურის მერია გრიგალაშვილის და მაისურაძის ერთობლივი ბანერის დადგმას გეგმავს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ორგზის მსოფლიო ჩემპიონის ტატო გრიგალაშვილის და ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ლუკა მაისურაძის ერთობლივი ბანერის დადგმას გეგმავს.

“გვაქვს სურვილი, რომ გაკეთდეს მათი ერთობლივი ბანერი”, – გვითხრა ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამის გაკეთებას მერიისგან ადგილობრივები ითხოვენ. მათი მოთხოვნის შესახებ “მოზაიკამ” მასალაც მოამზადა. 

ამავე თემაზე: ხაშურში ტატო გრიგალაშვილის ბანერის დადგმას ითხოვენ

ამ დროისთვის, ხაშურის ბილბორდზე აღარც ლუკა მაისურაძის ბანერია გამოკრული, მოქალაქეები კი გრიგარალაშვილის და მაისურაძის ერთობლივი ბანერის დამზადებას ელოდებიან. 

ამავე თემაზე: ტატო გრიგალაშვილის მწვრთნელი ამბობს, რომ ქარელში ჩემპიონის ბანერი უნდა დაიდგას

დატოვეთ კომენტარი