ბლოგები

რა არის ლოქანის მეთოდით კითხვა და როგორ გამოვიყენოთ მოსწავლესთან?

ავტორი: თამარ ვახტანგიშვილი, მასწავლებელი    

ლოქანის მეთოდი კითხვის სწავლების მეთოდია. ის სხვა მეთოდებისგან გამოირჩევა თავისი განსხვავებულობითა და ეფექტურობით. არც ერთი მეთოდი არ არის უნივერსალური, თუმცა თითოეულ მეთოდს აქვს თავისი ძლიერი მხარე, ასევეა ლოქანის მეთოდიც, რომელიც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოს  მასწავლებელმა კონკრეტული მოსწავლისთვის.

ლოქანს უპირატესობას ანიჭებენ ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში. ამ ქვეყნებში აღნიშნული მეთოდით ათასეულობით წლის განმავლობაში ასწავლოდნენ და იეროგლიფებს დაეკარგათ პირვანდელი სახე.

ლოქანის მეთოდისთვის სამიზნე ჯგუფია სკოლამდელი ასაკის ბავშვები – პირველკლასელები, რომლებსაც ჯერ არ უსწავლიათ კითხვა, ასევე მესამე კლასამდე ბავშვები, რომლებიც ვერ კითხულობენ.

ლოქანი არის იეროგლიფური ენა. ამ მეთოდს კითხვის სწავლებისთვის იყენებდნენ იაპონელები და ჩინელები-  იეროგლიფი შეესაბამება ერთ სიტყვას, რომლის  ძლიერი მხარე ისაა, რომ ის კონკრეტულია.

ბავშვები კითხვას სწავლობენ ლოგოებით. “ლოქანი“ ფიქრის საშუალებას იძლევა. ამ მეთდით სწავლისას ბავშვებს 5-დან 30 წუთი სჭირდებათ.

რით განსხვავდება ლოქანი ნამდვილი კითხვისგან?

თავდაპირველად ბავშვებს ჰგონიათ, რომ ეს ნამდვილი კითხვაა და ისინი მართლები არიან. კითხვა არის წერილობითი ენის გამოხატულება. ის ბავშვი, რომელიც სწავლობს ლოქანს, ისწავლის რომელიმე ანბანურ ენას. ყველა იეროგლიფს ქვემოთ შესაბამისი სიტყვა უწერია. ბავშვი როდესაც ლოქანს კითხულობს, ვიზუალურად ცნობს სიტყვებს, რაც ამცირებს შფოთს, რომელიც კითხვის შესწავლის პროცესს ახლავს თავდაპირველად. კითხვის ეს ფორმა ბავშვისთვის უფრო მარტივი და მისაღებია.

ლოქანი გამოიყენება მკითხველთა შემდეგ ჯგუფებში:

  • ვისაც არ ჰქონია კითხვის გამოცდილება (ნებისმიერი ასაკი).
  • ვინც სწავლობს ენას მეორე ენად.
  • ვინც 2-3 წელია სწავლობს კითხვას უშედეგოდ.

ლოქანი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებში სიმბოლოებით აღქმის უნარზე (ფიგურული, სიმბოლური, სემანტიკური ინტელექტი).

პირველი ნაბიჯი ლოქანურ კითხვაში სიტყვების გამოცნობაა.

დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ მეთოდი ეფექტრია, მაგრამ ზოგი განიხილავს როგორც ტრიუკს (არასერიოზულად უდგება), მაგრამ ბავშვებზე დაკვირვების ერთ-ერთი მაგალითი გვიჩვენებს შემდეგს:

მოსწავლე იანი მე-6 კლასელია, რომელსაც მხოლოდ თავისი სახელის კითხვა შეეძლო, თუმცა ის შემდგომ “სუპერ-მოსწავლე“ აღმოჩნდა. მასთან მუშაობა თავიდან ძირითადი სიტყვებით დაიწყეს 10 წუთის განმავლობაში, რაც იანმა სწრაფად აითვისა, შემდეგ წინადებებსაც კარგად გაართვა თავი. თუ იანი ამ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე დაბრკოლებას წააწყდებოდა, გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ მთელი მიდგომა არ იყო ისეთი ეფექტური, როგორც სპეციალისტები ამტკიცებდნენ, მაგრამ იანი არ შეფერხებულა.

იანი კითხულლობდა იეროგლიფებით, მან  გააცნობიერა, რომ შეეძლო კითხვა.1 წლის შემდეგ იანი კითხულობდა ინგლისური ანბანით.

ლოქანის მთავარი  მიზანია დაარწმუნოს  არამკითხველი, რომ მას შეუძლია კითხვა.

თუ გინდათ განიცადოთ მათი სამყარო, რომლებიც კითხვას სწავლობენ ლოქანით, ეცადეთ თავი წარმოიდგინოთ უცხო ქვეყანაში – მეტროში, თქვენ კითხულობთ მინიშნებებით და შეგიძლიათ ნავიგაცია ამ მინიშნებებებით/თქვენეული სიმბოლოებით.

გამოცდილი სპეციალისტები ბავშვებთან შესწავლას იწყებენ იეროგლიფებით, შემდგომ სიტყვებს აკითხებენ მშობლიურ ენაზე, თუ მოსწავლე კითხვის დროს შეფერხდა, მას ნებას აძლევენ შეხედოს და დაიხმაროს სიტყვის შესაბამისი იეროგლიფი.

ლოქანი გამოიყენება როგორც ხიდი მშობლიურ ენასა და მეორე ენას შორის: https://www.soisystems.com/2017/10/24/reading-with-locan/

დატოვეთ კომენტარი
ტეგები