ბლოგები

როცა გაქვს მიზანი, გაქვს სწავლის მოტივიაციაც – რა უნდა გვახსოვდეს მოსწავლეებს?

ავტორი: ნინი საათაშვილი, მოსწავლე

ხშირია, როცა მოზარდები სხვადასხვა მიზეზით სწავლას თავს არიდებენ. თუმცა, ბევრია ისეთიც, ვისაც შინაგანი მოტივაცია მაღალი აქვს და ამ პროცესს სასიამოვნოდ და სასარგებლო საქმედ აღიქვამს.

მე ნინი საათაშვილი ვარ, გორის გორის №3 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე და სწორედ ამ საკითხზე მინდა საუბარი. 

მე პირადად, სწავლისთვის განსაკუთრებული განწყობა არ მჭირდება. სწავლის პროცესი ისედაც მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ნაწილია ჩემი ცხოვრების. ყველა საგანს სიყვარულით ვეპყრობი, რადგან ვფიქრობ, რომ თითოეულ მათგანს თავისებური დატვირთვა აქვს, რომელიც ჩემი ცხოვრების სწორად წარმართვასა და გაგნებაში დამეხმარება.

სწავლის მთავარ სტიმულს კი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლა მაძლევს, რომელიც ჩემი მიზანია და ამას აუცილებლად მივაღწევ.

როცა ჩემს მიზანზე ვფიქრობ, ვცდილობ მაგალითი იმ წარმატებული ახალგაზრდებისგან ავიღო, რომლებიც გარშემო არიან – მაგალითად, ჩემი მშობლებისგან ან ჩვენი სკოლის იმ კურსდამთავრებულებისგან, რომლებმაც საკუთარი შრომისმოყვარეობით დასახულ მიზნებს მიაღწიეს. 

სასკოლო პროგრამის სწავლის გარდა, მუდმივად ვცდილობ საკუთარი თავი სხვა აქტივობებშიც წარმოვაჩინო – ჩვენს სკოლაში ხშირად ტარდება გონებრივი თამაშები, როგორიცაა: წიგნების თარო, ტვინების ომი და ა.შ. სწორედ ახლახან, ჩემ რამდენიმე კლასელთან ერთად, მონაწილეობა მივიღე პროექტში “წიგნების თარო“, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმატებით დასრულდა.

განტვირთვისთვის ვცდილობ დრო ჩემთვის საყვარელი საქმიანობისთვისაც გამოვყო – ჩემი ჰობია პოეზიის კითხვა, აქსესუარების და სადღესასწაულო დეკორაციების აწყობა, დიზაინერული ხატვა და ფრანგული ენის შესწავლა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დრო თითოეული მათგანისთვისაც გამოვნახო. 

ძალიან მინდა, შევისწავლო 5 ენა და ჩემი ცოდნით საჭირო და სასარგებლო მოქალაქე ვიყო ჩემი ქვეყნისთვის. 

მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ იყვნენ აქტიურები, სწავლით სიამოვნება მიიღონ და ყოველთვის იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის.

დატოვეთ კომენტარი