ქარელის მერია 26 მაისისთვის 0 ლარს დახარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში ამ დღის აღსანიშნავად უწყებას 200 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, “მოზაიკას” უთხრეს, რომ წელს ამ თანხის დახარჯვა არ მოხდება.
“26 მაისისთვის გამოყოფილი თანხა 200 ლარი წელს არ დაიხარჯება. შარშან ევროპის კვირეული დაემთხვა 26 მაისს და ამიტომ მოგვიწია დროშების და პატარა აქსესუარების შეძენა. წელს მსგავსი რამ ქარელში არ იგეგმება”, – გვითხრეს მერიაში.
როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ქარელის მერია 26 მაისისთვის ვერც ახალი დროშის აღმართვას აპირებს. საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისთვის გამოყოფილი ადგილი კი ასე გამოიყურება:
ქარელის მერიაში არ იციან, რა მიზეზით ჭიანურდება იმ სადროშე ბოძის მონტაჟი, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 23 000 ლარი დახარჯეს. 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოები 45 დღეში უნდა შესრულებულიყო.
ამავე თემაზე: “26 მაისს ადგილობრივი ძალებით აღვნიშნავთ” – ქარელის მერია