ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ ერისთავის თეატრს მიკროავტობუსი აჩუქა

კულტურის სამინისტრომ ერისთავის თეატრს მიკროაბტობუსი აჩუქა. ავტობუსები  დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკითაა გაფორმებული.

სამინისტროს ცნობით, დასს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ანალოგიური საჩუქარი საქართველოს 11-მა თეატრმა მიიღო. 

“ახალი ავტომანქანები თითოეულ დასს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს მათ, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და გახადონ თეატრი საყოველთაო”, – აცხადებს კულტურის სამინისტრო. 

კულტურის სამინისტრომ თერთმეტი მიკროავტობუსის შესყიდვაზე 1 149 182 ლარი დახარჯა. 

დატოვეთ კომენტარი