ახალი ამბები

“26 მაისს ადგილობრივი ძალებით აღვნიშნავთ” – ქარელის მერია 

ღონისძიებები ადგილობრივი ძალებით გაიმართება, – გვითხრა ქარელის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა. 

ვახტანგ თურქაძის თქმით, 26 მაისის აღსანიშნავად, ქარელს სხვა მუსიკალური შემსრულებლების მიწვევა არ დასჭირდება. 

“იმდენად კარგი გუნდები გვყავს, ვინმეს მოწვევა არ გახდა საჭირო”, – აღნიშნა თურქაძემ. 

მერიის ცნობით, 26 მაისს ღონისძიებები 11:00 საათზე კულტურის სახლის ეზოში დაიწყება. 

“წარმოდგენილი იქნებიან ქორეოგრაფიული ანსაბლები, მევიოლინეთა დასი, ასევე მამაკაცთა ხალხური მუსიკის გუნდი. ღონისძიებებში მოსწავლე ახალგაზრდობა იქნება ძირითადათ ჩართული”, – გვითხრა ვახტანგ თურქაძემ.

პროგრამის მიხედვით, 26 მაისის ღონისძიებები ქარელში 2 საათი გაგრძელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი