გორის მერიამ ლომჭაბუკის მოოქროვილი სკულპტურები იყიდა. უწყებამ 6 ცალ მინიატურულ ლატუნის სკულპტურებში 4 999 ლარი გადაიხადა.
სკულპუტურების დასამზადებლად ხელშეკრულება ი.მ. გიორგი ნასყიდაშვილს გაუფორმა. ერთი ფიგურის ფასი 833 ლარს შეადგენს.
ხელშეკრულების მიხედვით, სკულპტურა უნდა იყოს 300 გრამი, სიმაღლე – 9.5 სმ, სიგრძე – 12.5 სმ; უნდა ჰქონდეს მარმარილოს სადგამი – წონა 800 გრამი, სიმაღლე – 3 სმ. სიგრძე -14 სმ. სიგანე – 6.5 სმ. საერთო წონა – 1100 გრამი.
დატოვეთ კომენტარი