სურამელების ნაწილს სურს, რომ მეტყევე მურვანიშვილის დაბადების დღე 18 მაისი სახალხო დღედ გამოცხადდეს.
ამავე თემაზე: ქართველი მეტყევე, რომელმაც თესლის საშრობი ქარხანა დააარსა – მიხეილ მურვანიშვილი
“18 მაისს დაიბადა თითოეული სურამელისთვის საამაყო და მთელი საქართველოს ამაგდარი მეტყევე მიხეილ მურვანიშილი, რომლის ანგარიშზეცაა გაშენებული წიწვოვანების ასობით ჰექტარი სურამსა და მთელს საქართველოში. მისი დაბადების დღე შეიძლება ვაქციოთ ერთი მხრივ მისი პატივისცემის დღედ, მეორე მხრივ ტყის დაცვა-მოვლის და ზოგადად, ეკოლოგიის დღედ”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, ლელა გიორგაძე.
მის ინიციატივას მხარს სხვა მოქალაქეებიც უჭერენ.
“მშვენიერი იდეაა. ჩვენ თვითონ უნდა შევუწყოთ სურამის განვითარებას და გაცნობას ხელი ასეთი აქტივობებით”, – ფიქრობს ციცი ნიკოლაძე.
“ნამდვილად მოსაწონი და ასატაცებელი იდეაა, სურამის საზოგადოება უდაოდ სიხარულით შეხვდება ამ წამოწყებას”, – აღნიშნავს ჯულიეტა ტაჩენკო.
“ძალიან კარგი იდეაა. რამდენჯერ მიფიქრია, რატომ არ გვაქვს სურამის დღე. აუცილებლად უნდა გვქონდეს, საინტერესო აქტივობებით და გამოფენა-გაყიდვებით”, – ფიქრობს თამილა დევდარიანი.
ინფორმაციისთვის, ქართველი მეტყევე და თესლის საშრობი ქარხნის დამაარსებელი მიხეილ მურვანიშვილი 1875 წლის 18 მაისს სურამში დაიბადა.