ახალი ამბები

“ალექს შაურმა” შეჭირვებულ ბავშვებს კასპში შაურმაზე ეპატიჟება 

კასპში მდებარე საშაურმე “ალექს შაურმა კასპში” შეჭირვებული ოჯახის ბავშვებს შაურმაზე ეპატიჟება. 

აქციას საშაურმე 24 მაისს მოაწყობს. 

“სანაპიროზე არსებულ საშაურმეში, “ალექს შაურმა კასპში”, გაჭირვებული ოჯახის ბავშვებს და განსაკუთრებით იმ ბავშვებს, ვისაც არასდროს დაუგემოვნებიათ შაურმა, გეპატიჟებით, მობრძანდით და მიირთვით უსასყიდლოდ”, – წერს “ალექს შაურმა”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი