ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ტრენაჟორების მოსაწყობად, რისთვისაც 344`242 ლარი გაითვალისწინა. უწყება გეგმავს, რომ სპორტული ინვენტარი 12 ადგილას მოაწყოს.
ამავე თემაზე: ქარელისა და გორის მერიებმა 5 წელში 2 მილიონამდე ლარის ტრენაჟორები იყიდეს
“მოზაიკა” გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც ტრენაჟორების მოწყობაა დაგეგმილი:
- სოფელ აბანოში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
- სოფელ ახალსოფელში (დევნილთა დასახლება) ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
- სოფელ ახალსოფელში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
- ქარელში ვარძელაშვილის ქუჩაზე (სკვერში) ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 757 ლარი;
- სოფელ სამწევრისში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
- სოფელ ტახტისძირში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 32 231 ლარი;
- ქარელში ერთობის ქუჩაზე ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 31 921 ლარი;
- სოფელ ქობესაანთუბანში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
- სოფელ ყინწვისში ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 32 589 ლარი;
- ქარელში ვარძელაშვილი ქუჩაზე (გიმნაზიასთან) ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 974 ლარი;
- ქარელში-აბაშიშვილის ქუჩაზე ტრენაჟორების და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობა – 30 900ლარი.
სატენდერო პირობების მიხედვით, თერთმეტივე ლოკაციაზე ტრენაჟორების ფასი თითო ობიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 18 900 ლარს. მითითებული თანხები ითვალისწინებს ტრენაჟორების და მიწის სამუშაოებში გასათვალისწინებელ თანხების რაოდენობებს ერთად.
დატოვეთ კომენტარი