გორის მერიამ განაცხადა, რომ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ჯგუფი „KILLAGES“ იმღერებს, თუმცა ამ დრომდე მერიასა და აღნიშნულ ჯგუფს შორის მიღწეული შეთანხმების ოფიციალური დასტური არ არსებობს.
სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არ იძებნება ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის დადებული ხელშეკრულება. შეთანხმების შესახებ კომენტარს არც მერია აკეთებს.
“ამ ეტაპზე რაც გავავრცელეთ, ისაა. დეტალებზე ამ ეტაპზე კომენტარი არ იქნება”, – გვითხრა გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია მდინარიძემ.
ამ დრომდე უცნობია თანხის ოდენობაც, რომელსაც აღნიშნულ ჯგუფს კონცერტისთვის გადაუხდიან.
შეგახსენებთ, რომ გორის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებს გეგმავს, რომელიც დღის 11:00 საათიდან დაიწყება.