ახალი ამბები

მეჯვრისხევსა და ნიქოზში კონცერტები გაიმართება 

16 და 17 მაისს მეჯვრისხევსა და ნიქოზში ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმრთება, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

კონცერტებს ანსამბლთა გაერთიანება ,,ქალაქური მრავალხმიანობა” პროექტის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში “ ფარგლებში გამართავს.

“ანსამბლთა გაერთიანება ,,ქალაქური მრავალხმიანობა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში “ ერთ – ერთი გამარჯვებულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კონცერტები, გორის მუნიციპლიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფლების ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ღონისძიება დაიწყება 20:00 საათზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.