კომპანიამ “შარა” გასულ წელს გორსა და ქარელში 8 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო. აღნიშნული კომპანია გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატისა და ბიზნესენის ოჯახს ეკუთვნის, რომელშიც 33%-იან წილს მისი შვილი, ოფელია მაკრახიძე ფლობს.
გორის მუნიციპალიტეტი – 4 948 247 ლარი
2022 წელს გორში აღნიშნულ კომპანიას 7 ტენდერი აქვს მოგებული, რომლის საერთო ღირებულებამ 4 948 247 ლარი შეადგინა.
მოგებული ტენდერებიდან ერთ-ერთი ტინისხიდში საუბნო გზების მოწსრიგებას ითვალისწინებდა. თუმცა დაგებული გზის ხარისხზე და ჩატარებულ სამუშაოებზე ადგილობრივებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ კომპანიამ ძალიან ვიწრო გზა დააგო.
ტინისხიდში დაგებული გზით მოსახლეობა უკმაყოფილოა
რაც შეეხება მიმდინარე წელს, კომპანიასთან გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 311 350 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში “შარამ” გორში სამეფო ქუჩის დასაწყისში მდინარე მტკვარზე განთავსებული ხიდის პირველი მალის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა ჩაატაროს.
ქარელის მუნიციპალიტეტი – 3 219 165 ლარი
კომპანიას 6 ტენდერი აქვს მოგებული გასულ წელს ქარელშიც, სადაც ტენდერებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 219 165 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებს, “შარამ” ბოლო ტენდერი კასპში 2021 წელს მოიგო, რომელშიც 538 000 ლარი მიიღო. ხაშურში კი, ბოლო მოგებული ტენდერი კომპანიას 2017 წელს უფიქსირდება.
საერთო ჯამში, “შარას” 290 ტენდერში აქვს მიღებული მონაწილეობა, საიდანაც მოგებული აქვს 92, ხოლო წაგებული 186 ტენდერი. მოგებულო ტენდერების სახელშეკრულებო ღირებულება 32 427 078 ლარია.