ახალი ამბები

ხაშურში დიმიტრი ყიფიანის ბიუსტიც დაიდგმება – “ყიფიანობა” ქვიშხეთში 

სულ მალე, ქალაქ ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში, დიმიტრი ყიფიანის ბიუსტიც დაიდგმება, – განაცხადა ხაშურის მერმა დღეს, ქვიშხეთში “ყიფიანობის” სახალხო დღესასწაულზე ყოფნისას. 

“ვამაყობთ, რომ დიმიტრი ყიფიანი ჩვენი თანამემამულეა. იგი გახლავთ ქართველი ერის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და საამაყო საზოგადო მოღვაწე. სასიხარულოა, რომ ჩვენი დიდი მამულიშვილის – დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი რეაბილიტირებულია და ღირსეულად შეუძლია ვიზიტორების მიღება”, – აღნიშნა ხაშურის მერმა. 

სახალხლო დღესასწაული დიმიტრი ყიფიანის სახელობის სახლ-მუზეუმში აღინიშნა. ღონისძიებაში  სხვადასხვა მუნიციპალური შემოქმედებით ჯგუფები მონაწილეობდნენ.

სახალხლო დღესასწაულზე, ყიფიანის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ კულტურის სამინისტროს მთავარი არქიტექტორი ტარიელ კიპაროიძე და დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მენეჯერი რევაზ ნოზაძე. 

ინფორმაციისთვის, დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 212 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქვიშხეთში 26 აპრილს გაიმართება. ეს დღე, როგორც სახალხო დღესასწაული, 2003 წლიდან აღინიშნება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები